ყველა წვეტი გაიჟღინთება ნაგებობაში - რა პროგნოზები აქვთ ყინწვისის სამონასტრო კომპლექსზე სპეციალისტებს?

სულ ნახვები : 457
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს ტაძარი არის აგურის და ყველა წვეთი გაიჟღინთება ახლა ნაგებობაში, შესაბამისად მისი უნიკალური ფრესკები შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ“ - აღნიშნულის შესახებ ყოფილმა კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დღეს, 6 სექტემბერს „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში მიმდინარე პროცესებზე, კულტურის სამინისტროს სასწრაფო რეაგირება უნდა ჰქონდეს.

„ამიტომ სასწრაფოდ უნდა გაუშვას კულტურის სამინისტრომ მონიტორინგის ჯგუფები, უნდა გააკეთონ ისეთი მობილური ხარაჩო, რომლის დახმარებითაც დადგინდება საიდან იჟონება წყალი და სასწრაფოდ სანამ დადგება ზამთარი და შემოდგომის წვიმები დაიწყება უნდა გაკეთდეს მანამდე“, - განაცხადა ვაჩეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა