სააღმზრდელო პროცესი თბილისის 13 საბავშვო ბაღში ავარიულობის გამო შეჩერებულია - კახა კალაძე

სულ ნახვები : 286
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დედაქალაქში დაახლოებით, 13 პრობლემური საბავშვო ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ავარიულობის და არსებული ვითარების გამო - ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 


თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რათა პატარებმა კიდევ უფრო კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.


„დღეს, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მინდა მივულოცო ყველა პატარას, მშობლებს, პედაგოგებს. ჩვენთვის, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.


ამ ეტაპზე, დედაქალაქში დაახლოებით, 13 პრობლემური ბაღი გვაქვს, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული გვაქვს ავარიულობის და არსებული ვითარების გამო. ბავშვები სხვადასხვა ბაღში გვყავს გადანაწილებული. ამ ბაღებსაც მოვაწესრიგებთ. მომავალ წელს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი. პარალელურად, ვიწყებთ არსებული ბაღების განახლება-რეაბილიტაციას. გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა