ექსკლუზივი: „თუ ასეთი ეჭვი არსებობს, რომ რევოლუციური სცენარი მზადდებოდა, გამოძიება უნდა დაიწყოს“ - ელისო ბოლქვაძე გიორგი გახარიაზე

სულ ნახვები : 1,286
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთი რაღაცის მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარები ვეღარ განვითარდება. პირველ რიგში, ეს არის დამანგრეველი. თუ  ასეთი ეჭვი არსებობს, რომ რევოლუციური სცენარი მზადდებოდა, ანუ გამოდის, რომ უნდა დაიწყოს მოკვლევა - გამოძებამ დაიწყოს ამის მოკვლევა,“ - ასე აფასებს კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის განცხადებას სააკაშვილისა და გახარიას შესაძლო თანამშრომლობასა და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის გავითარებაზე პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

ბოლქვაძე აცხადებს, რომ ამ განცხადების დაჯერების სურვილი არ აქვს.

„იცით, რა, მამუკა არეშიძის განცხადება მე არ წამიკითხავს, მაგრამ ძალიან არ მინდა, რომ ეს ამბავი დავიჯერო. როგრო შევაფასო ახლა, ეს რთულია. გადატრიალების შეფასება არის ისეთი რამ, რაც კულტურის კომიტეტის კომპეტენციას სცდება - რთული თემაა“, - განაცხადა ბოლქვაძემ.

გიორგი გახარიას მიერ პრემიერის პოსტის დატოვებისა და ახალი პარტიის შექმნის საკითხს ბოლქვაძე დემოკრატიულ პროცესად მიიჩნევს.

 „გახარიასთან დაკავშირებით, იცით, რაშია საქმე ეს (გადადგომა. რედ) ჩვენთვის იყო შოკი, ჩემთვის პირადადაც შოკი იყო. უბრალოდ, ვფიქრობ, დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ და ყველას აქვს უფლება, რომ იბრძოლოს დემოკრატიული მეთოდებით, ასევე თავისი პარტიის შექმნის უფლებაც აქვს, ეს დემოკრატიული პრინციპებია. ჩვენ დემოკრატიას ვანვითარებთ და ამ კუთხით თუ განვიხილავთ, მას აქვს ამის უფლება“, - განუცხადა CNews-ს ელისო ბოლქვაძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა