„მე მოვკლავ დედას, მივახრჩობ მამას -არასამთავრობოები ასეთი თაობების შექმნას აპირებენ“ – მეუფე სპირიდონი

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელის, მეუფე სპირიდონის თქმით, რომელმაც თავშესაფრის ირგვლივ განვითარებული მოვლენებზე ვრცელი კომენტარი ფეისბუქ ვიდეოში გააკეთა, არასამთავრობო ორგანიზაციებიები არასრულწლოვანებზე ცუდ ზეგავლენას ახდენენ და მათ "პავლიკ მოროზოვის" სინდრომით აავადებენ, რასაც ეკლესია უშლის ხელს.

„მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველკურსელი გამოაგდეს უნივერსიტეტიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ახალგაზრდა არის ლუკა ხაჩიძე, რომელიც პანსიონატში იქნა მიღებული, რამდენიმე დღის იყო და დედა ეკლესიამ ის გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი, უზრუნველყოფილი იყო, სკოლა დაამთავრებინა დედაეკლესიამ და უნივერსიტეტში მოაწყო, საპატრიარქოს უნივერსიტეტში, პირველ კურსზე სწავლობდა.

გაოცებული ვარ, რამ შეუცვალა ამ ბავშვს გონება, რომ ასე მოიქცა, თურმე, ურეკავდა ლომჯარიას, სახალხო დამცველს, არასამთავრობოებს, მათთან ჰქონდა მოლაპარაკებები, გაოცებული და ძალიან შეწუხებულები ვართ, რა შეეძლო მეტი, ეკლესიას გაეკეთებინა? შეიფარა, სკოლა დაამთავრებინა, უმაღლესში მოაწყო, რან შეუცვალა გონება.

ამიტომ ვაცხადებთ, საშიში მოვლენაა ლომჯარიებისა და არასამთავრობოების ზეგავლენა ახალგაზრდობაზე. უცვლიან ცნობიერებას, რაღაც ფორმატირებას უკეთებენ.

მახსენდება: მე მოვკლავ დედას, მივახრჩობ მამას -არასამთავრობოები ასეთი თაობების შექმნას აპირებენ, ეს ძალიან საშიშია. ერი და ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ", - აცხადებს მეუფე სპირიდონი.

სასულიერო პირი ასევე აცხადებს, რომ პანსიონში აქტიურად მიმდინარეობს ბავშვთა გადაბირების პროცესი, რომ მათ თავშესაფარი დატოვონ.

„აქტიურად მიმდინარეობს ბავშვების გადაბირების პროცესი, რომ მათ სკოლა დატოვონ. რატომ ჭირდებათ ეს? ჩვენი პასუხია, რომ ნინოწმინდაში ქართული გენი, მენტალიტეტი აღარ იყოს. გარკვეულ ძალებს სურთ, რომ ქართული მენტალიტეტი ამოძირკვონ. არ უნდათ, რომ ბავშვები ეკლესიაში იზრდებიან და თავიანთ თეორიას, რაც არის გენდერული თეორია და მასობრივი სოდომიზაცია, რომელსაც ისინი აპირებენ და მთელს მსოფლიოში გაკეთებული აქვთ, უნდათ, საქართველოში დაამკვიდრონ", - ამბობს მეუფე სპირიდონი.

მეუფე სპირიდონისთვის ასევე მიუღებელია  პანსიონში Worldvision-ის და UNICEF-ის წარმომადგენლების მისვლაც, რომელებიც, 9 ივნისს, საპატრიარქოს წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ პანიონში.

„ახლა UNICEF და Worldvision. ესენი არაფრით უკეთესები არ არიან იმ ლომჯარიას სამსახურზე. ესენიც ლეგეტეპე პორპაგანდისტები არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამის. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი თაობა წმიდად და წესიერად უნდა შევინახოთ",- ამბობს მეუფე სპირიდონი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა