ლეო მესი: არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ჩემი უდიდესი ოცნებაა

სულ ნახვები : 126
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროპის ჩემპიონატის პარალელურად კოპა ამერიკა დაიწყო. სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, ამბიციური გუნდებითა და სანახაობრივი ფეხბურთით რომ იცნობს გულშემატკივარი.

ამ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტი, ცხადია, არგენტინის ნაკრებია. ეს მუდამ ასე იყო და თუ გუნდში ლეო მესი გყავს, მაშინ უფრო მეტად.

თუმცა, ბარსელონას თავდამსხმელს ჯერ სანაკრებო ტიტული არ აქვს მოგებული და არგენტინის ნაკრებთან ერთად ახლა შეეცდება ამის გაკეთებას.

„არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ჩემი უდიდესი ოცნებაა. ახლოს ბევრჯერ ვიყავი, თუმცა, სამწუხაროდ არ გამომდიოდა. მანამ ვიბრძოლებ, სანამ ძალა მექნება. ვფიქრობ, უკვე დროა კოპა ამერიკის მოგების შანსი გამოვიყენოთ. გამიმართლა, რომ ინდივიდუალურ და კლუბურ დონეზე ყველა ტიტული მოვიგე. ბრწყინვალე იქნება ნაკრებთან ერთად თასის მოგება“, – განაცხადა მესიმ.

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკა 2020-ზე პირველ მატჩს 15 ივნისის 01:00 საათზე ჩილეს გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელთანაც ამ ტურნირის ბოლო ორი ფინალი წააგო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები