„თელასის“ ნაცვლად „თელმიკო“ - რა იცვლება მოსახლეობისთვის?

სულ ნახვები : 222
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

1-ელი ივლისიდან საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

კომპანიების ცვლილების მიუხედავად, დენის ტარიფი უცვლელი რჩება.

„ქალაქ თბილისში „თელასის“ ნაცვლად მოსახლეობასა და მცირე საწარმოებს ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონებში, “ენერგო პრო ჯორჯიას” ნაცვლად - „ეპ ჯორჯია მიწოდება“.

„თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო) და „ეპ ჯორჯია მიწოდება“ წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებულ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს.

ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში, ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივების შესაბამისად. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა