თუ გადაგვარდი რა ჯანდაბად გინდა მაშინ ევროკავშირში -ზარქუა

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, რომ შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას დედა დაუძახო და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა მაშინ ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებებში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე საუბრისას.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი გაუძლებს ევროპის შემოტებას და დაიცავს იდენტობას.

“ჩვენ გუშინ დავაინიცირეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გულისხმობს ოჯახური ღირებულებების და ჩვენი მომავალი თაობის დაცვას. ამასთან დაკავშირებით არის კონკრეტული გამოწვევები, რომელიც ითქვა და გაიწერა პუნქტებად. პირველი არის, რომ ქორწინება და ოჯახის შექმნა შეეხებათ ქალსა და კაცს. ასევე იყო შვილად აყვანის თემების დარეგულირება, სქესის გადაკეთება და ა.შ. მთელი რიგი ნიუანსებია, რომელიც მსოფლიო გამოწვევაა, ეს არ არის ჩვენი მოგონილი. ახლა ეს ხელმოცარულები ცდილობენ, რომ იმ უცხოელების დაკვეთა შეასრულონ, საიდანაც გრანტს იღებენ, რომ ჩვენს იდენტობას, მართლმადიდებლობას, ეკლესიას, კულტურას, ეკლესიას, მენტალობას შეუტიონ და ამაში ფინანსებს იღებენ. ბიჭო, თუ გადაგვარდი, სარწმუნოება, ტრადიცია წაგართვეს, არ მოგეცა საშუალება, რომ შვილს ქალიშვილი, ვაჟიშვილი დაუძახო, დედას დედა დაუძახო და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა მაშინ ევროკავშირში და დანარჩენ გაერთიანებებში. არ აინტერესებთ ამათ. ამათთვის მთავარი არის, რომ უცხო ქვეყნის ინტერესები გაატარონ და ამაში ფული აიღონ. ასე რომ, ჩვენ ამას ყოველთვის წინ აღვუდგებით როგორც აქამდე მოვიგერიეთ, ქართველ ხალხთან ერთად, არაერთი შემოტევა ამ ხელმოცარულების და დაფინანსების მქონე პირების, მათ შორის მდიდარი “ენჯეოშნიკების”. ახლაც გავუძლებთ ქართველ ხალხთან ერთად და გავიტანთ გასატანს და დავიცავთ ჩვენს იდენტობას”, - განაცხადა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა