აეროპორტის დასახლებაში უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები დახმარებას ითხოვენ

სულ ნახვები : 243
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აეროპორტის დასახლებაში მიტოვებულ, დაუსრულებელ ნაგებობაში თვითნებურად შესახლებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადამიანები, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში, ოჯახებით, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ თავიანთი ხარჯებით საKანალიზაციო სისტების მოწყობა მოინდომეს, რის უფლებასაც პოლიცია არ აძლევს.

„ჩვენი სახსრებით დავიწყეთ საკანალიზაციო სისტემის გაკეთება, რის შემდეგაც პოლიცია მოვიდა, გვემუქრებიან, დაგვცინიან, პამპერსებით და პარკებით იარეთო, შვილები გვყავს, როგორ ვიცხოვროთ?“, - აცხადებენ მოქალაქეები.

აეროპორტის დასახლებაში მიტოვებულ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ადამიანები გასული წლის ზამთრის დასაწყისში შევიდნენ.  მათ შენობაში არც წყალი აქვთ და არც  ელექტროენერგია, თუმცა, როგორც აცხადებენ, უსახსრობის გამო ბინის ქირის გადახდა არ შეუძლიათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა