„უნდათ ყოველთვის გვაჩვენონ, ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ“ - ლაზარე გრიგორიადისის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

სულ ნახვები : 167
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედის განცხადებით, მისი შვილის პროცესის გადადებით, სასამართლოს უნდა იმის თქმა, რომ ისინი უფრო მაღლა დგანან მათზე.

მისივე თქმით, დაელოდებიან 8 აპრილს, როდესაც შემდეგი სხდომა ჩაინიშნა, სადაც ლაზარეს მიეცემა საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება.

„ლაზარემ მე მითხრა, რომ იძაბება, როდესაც ხედავს ბევრ ადამიანს და რაღაც თავისია აზრის დაფიქსირება, რომ სურს გონება ეფანტება და გადაწყვიტა, რომ თავისი აზრი დაეფიქსირებინა ონლაინ, თუმცა ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა და დაველოდებით ახლა 8 აპრილს.

ეს ემსახურება იმას, რომ ყოველთვის გვაჩვენონ -  ჩვენ თქვენზე მაღლა ვდგავართ“, - განაცხადა გრიგორიადისის დედამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა