მაქვს მოლოდინი რომ სალომე ზურაბიშვილი გაათავისუფლებს ლაზარეს - სოფო ჯაფარიძე

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელისუფლების მისწრაფება, რომ ლაზარე პატიმრობაში დატოვოს, ემსახურება ერთადერთ მიზანს - უთხრას ყველას, რომ „ქართული ოცნება“ დგას, კანონზე და სახელმწიფოებრიობაზე მაღლა, - ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე CNews-თან საუბრისას, ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სასამართლო პროცესის გადადებას.

მის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს და როგორც ამბობს, მხოლოდ პრეზიდენტზეა დამოკიდებული, თუ რა ბედი ელის ლაზარე გრიგორიადისს.

„ლაზარე გრიგორიადისი არის 7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი გამორჩეული სახე. ხელისუფლების მისწრაფება, რომ ლაზარე პატიმრობაში დატოვოს, ემსახურება ერთადერთ მიზანს - უთხრას ყველას, რომ „ქართული ოცნება“ დგას, კანონზე და სახელმწიფოებრიობაზე მაღლა, შესაბამისად მათ აქვთ ყველაფრის უფლება, მათ შორის იმისიც, რომ მართლმსაჯულება ჰყავდეთ ჯიბეში. ეს ყველაფერი კარგად ჩანს, როგორც ლაზარეს, ასევე მიხეილ სააკაშვილის საქმესთან მიმართებაში.

ჩემი აზრით, ხელისუფლება, 8 აპრილს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს, სწორედ ეს იკვეთება უსასრულოდ გაწელილ სასამართლო პროცესებში და ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს ევროპის მიმართულებით და მოქმედი ხელისუფლება ამ პროცესს აფერხებს. შესაბამისად, მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს კონსტიტუციის მინიჭებულ უფლებას და გაათავისუფლებს ლაზარეს“, - განუცხადა CNews-ს ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი დღეს, 28 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ის მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო, მიზეზად კი ზვიად შარაძემ, სასამართლო დარბაზში გრიგორიადისის არგამოცხადება დაასახელა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა