„დესტრუქციული განცხადებაა, აზიანებს პოლიტიკურ პროცესს“ - ხუხაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე

სულ ნახვები : 339
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დესტრუქციული განცხადებაა, ეს აზიანებს პოლიტიკურ პროცესს, - განუცხადა Cnews-ს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, ოპოზიციური პარტიები 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავენ და ენმ-ს მარტო მოუწევს გამარჯვება.

ხუხაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა არ არის იმ ფორმაში რომ არჩევნებში გამარჯვება შეძლოს. 

„მარტო „ახალისკენ“ არა, „ლელოსკენაც“ იყო მიმართული ეს  აბსოლუტურად დესტრუქციული  განცხადება. განცხადება იმის შესახებ, რომ ჩვენ მარტო მოგვიწევს გამარჯვება, დღევანდელ ვითარებაში, აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ტრაგიკომედიაა, სევდიანი განცხადებაა, ყველას კარგად ესმის, რომ ეს შეუძლებელია. ეს პარტია დღეს ყველაზე ცუდ ფორმაშია მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში. ის რომ ის არჩევნებს მოიგებს, წყალზე ნაწერი ისტორია. ის რომ სხვა პარტიები ბარიერს ვერ გადალახავენ, გარკვეულწილად სკეპტიციზმს ნერგავს ამომრჩეველში სხვა პარტიებთან მიმართებაში, რომლებსაც თითქოს სამომავლოდ პოლიტიკურ პარტნიორებად უნდა მოიაზრებდეს, სხვათა შორის, შეურაცხყოფასაც აყენებს მათ, ისეთ ეპითეტებს იყენებს. მე ეს სააკაშვილისგან არ მიკვირს, ის არის პოლიტიკური ეგოცენტრისტი, პოლიტიკაში ნარცისი, სამწუხაროდ, ოთხ კედელში გამომწყვდეული“, - განუცხადა Cnews ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 28 მარტს სასამართლო პროცესზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა: „მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება - გამარჯვებაში მე ეჭვი საერთოდ არ მეპარება“.

ირინა მაკარიძე, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა