გახარიამ როგორც „ნაცმოძრაობა“ დაამთავრა, ასე დაამთავრებს „ოცნებას“ - გურამ მაჭარაშვილი

სულ ნახვები : 200
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გახარიას სურს საზოგადოებას მოაჩვენოს, თითქოს ეპაექრება ივანიშვილს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა  ლიდერმა  გურამ მაჭარაშვილმა  ექსპრემიერის , პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახარიას შესახებ განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, გახარიამ როგორც ნაცმოძრაობა „დაამთავრა“, ასე „დაამთავრებს“ ოცნებასაც. 

„მას აქვს  გადაჭარბებული ამბიციები თავის თავზე, რატომღაც ჰგონია, რომ მისი წონა  არის ივანიშვილი. მისი წონა არის მელია, გვარამია. მას უნდა ხალხს მოაჩვენოს, თითქოს ის ეპაექრება ივანიშვილს, ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს. რეალურად, საზოგადოება   ხედავს, რომ როგორც კი ის ერთი კვირა არ გააკეთებს განცხადებებს, თავისივე წევრებს აღარ ახსოვთ უკვე. როგორც „ნაცმოძრაობა“ დაამთავრა გახარიამ, აი, ისე ფიქრობს, რომ დამთავრდა ოცნება“, - განაცხადა  მაჭარაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა