იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

სულ ნახვები : 277
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ - ინფორმაციას უწყება ავრცელებს და წერს, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.

მათივე ცნობით, შეფერხების აღმოფხვრის შემდეგ იუსტიციის სახლები 23:00 საათამდე გაზრდიან სამუშაო დროს.

„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

აღდგენის შემდეგ იუსტიციის სახლი მუშაობას სამუშაო საათების შემდეგაც, 23:00 საათამდე გააგრძელებს, რათა მომხმარებლებმა, რომლებიც ხარვეზის გამო შეფერხდნენ მომსახურების მიღება შეძლონ. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" - აღნიშნულია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა