აქციაზე დაშავებული 7 პირი კლინიკებშია გადაყვანილი, ნაწილს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აღენიშნება

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინდელ აქციაზე დაშავებული 7 პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მათგან 2 პოლიციელია - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ავრცელებს.

გაბუნიას თქმით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები.

„დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავის და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ“, - თქვა გაბუნიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა