უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო - მდინარაძე

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სესიაზე. 

“ვერცერთი ევროპელი პარტნიორი ვერ გვეუბნება რატომ არის კანონი, საკუთრივ კანონი, რაც წერია შავით თეთრზე, რატომ არის ცუდი, ან რუსული, ან რა ვიცი, არ მინდა სხვა ქვეყანა მოვიხსენიო ნეგატიურ კონტექსტში, ცუდი რატომ არის ვერ გვეუბნებიან და არა, გვაძალებენ, ასე უნდა ქნათო. შენ შენს ქვეყანაში კი არ უნდა მიიღო გადაწყვეტილებები.

დააორგანიზებენ, მოატყუებენ 10 ათას, 5 ათას, 15 ათას, რაღაც რაოდენობას ადამიანებისას და ეს არის ხალხი, გეუბნებიან და შენ არ უნდა გადაწყვიტო და უცხოური გავლენის შემცირებაზე ვლაპარაკობთ მეგობრებო და უცხოელებს ვკითხოთ როგორ მოვიქცეთო. მათი გავლენა ნებისმიერის, მოდით პირდაპირ დავარქვათ სახელი, ნებისმიერი ქვეყნის გავლენას ამცირებს ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა თავის ქვეყნის შიგნით და ჩვენ უცხოელებს ვკითხოთო“ , - განაცხადა  მდინარაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა