მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის, არა რუსულ კანონს, კი - ევროპას! - ლანა ღოღობერიძე

სულ ნახვები : 55
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის, არა რუსულ კანონს, კი - ევროპას! - წერს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ფეისბუქგვერდზე. 

იგი აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი - ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა.

"დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი - ქართველი ხალხის ეროვნული იდეაა. ამ იდეისთვის საუკუნეთა მანძილზე ვიბრძოდით, მაგრამ ამ ბრძოლაში ყოველთვის ვიყავით ტრაგიკულად მარტო. დღეს დაძლეული გვაქვს ეს ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობა: გვყავს ნამდვილი მეგობრები - ევროპული ქვეყნები, აშშ, რომელთაც დაიჯერეს ჩვენი სულისკვეთების და ფართოდ გაგვიღეს თავისი სახლის კარები! ამ მონაპოვარს ვერ დავკარგავთ!

მე მჯერა ჩვენი ხალხის სიცოცხლის ძალის. ის ისე ნათლად გამოჩნდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობდით ფეხბურთელთა ამ მშვენიერ გამარჯვებას. ასე სახალხოდ ვზეიმობდით იმიტომ, რომ ვაცნობიერებდით - ეს არ იყო მხოლოდ სპორტული მოვლენა, არამედ ევროპაში შესვლის რეპეტიცია! ის სიხარული ჩვენი ერის სულიერი ენერგიის ბუნებრივი გამოვლინება იყო! მას ვერავითარი ხელისუფლება ვერ წაგვართმევს. ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით, როგორც იმ დღეს, ჩვენი ბიჭების გაარჯვების დღეს, შევაბიჯებთ ევროპაში! ამიტომაც: არა რუსულ კანონს! კი - ევროპას!" - წერს ლანა ღოღობერიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა