ახრა ბჟანია: საქართველოსთან დაახლოების მიზნით რუსეთმა შეიძლება აფხაზეთი დათმოს

სულ ნახვები : 1,334
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ინტერესით ადევნებენ თვალს თბილისში მიმდინარე მოვლენებს. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს ისინიც სახიფათოდ მიიჩნევენ.

აფხაზი ბოევიკი, ახრა ბჟანია, რომელიც 1992-1993 წლებში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს. ბჟანია ყოფილი დეპუტატია და ამჟამინდელი დე ფაქტო ხელისუფლების ოპოზიციაშია. ახრა ბჟანია შიშობს, რომ რუსული კანონი აფხაზეთისთვის სახიფათოა.

ბოევიკი შიშობს, რომ რუსეთ-საქართველოს დაახლოების მიზნით მოსკოვმა  შესაძლოა აფხაზეთი დათმოს. ახრა ბჟანიას თქმით, ეს იქნება კონფედერაციის ან ფედერაციის შეთავაზება, თუმცა აქვე დაამატა, რომ, შეიძლება, ეს არც არასდროს მოხდეს.

„ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მოდელის სახით - კონფედერაციული ან ფედერაციული სახელმწიფო. სხვადასხვა ვარიანტებია. მაგრამ, ალბათ, ეს ხვალ არ მოხდება. შეიძლება, საერთოდ არასდროს მოხდეს. მაგრამ, თუ ეს იქნება კომპრომისი, კერძოდ, რუსეთისა და საქართველოს რეგიონული პოზიციების დაახლოებისთვის, მაშინ, დღესვე, წინასწარ უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი სცენარი შეუძლებელია, რომ შეეჩეხებიან სერიოზულ წინააღმდეგობას.

დღეს, როგორც 90-იანებში, გლობალური ცვლილებების პერიოდი დგას. და დღეს, როგორც 90-იან წლებში, კვლავ უნდა გამოვიჩინოთ ეს დაუთმობლობა. ეს არავის უნდა ეწყინოს, რადგან პოლიტიკა ასე მუშაობს: თუ მე თავად არ ვიზრუნებ ჩემზე, თუ ჩემს ინტერესებს არ წამოვაყენებ, ჩემთვის ამას არავინ გააკეთებს. დღეს რაც  საქართველოში ხდება, შეიძლება, რიკოშეტით აისახოს ჩვენზეც. მაგალითად, ამ უცხოელი აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში, ამ ფონზე კი სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რეგიონული გეოპოლიტიკური პოზიციების დაახლოებით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის შესაძლო ზიანის მიყენებით, შეიქმნება სხვა პოლიტიკური რეალობა. და ეს სხვა პოლიტიკური რეალობა, შესაძლოა, სრულებით აისახოს აფხაზეთზეც, მათ შორის აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებზეც“, _ აღნიშნა ახრა ბჟანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
კონფლიქტები ► Მეტის ნახვა