თბილისში ია ნინიძის ვარსკვლავი გაიხსნება

სულ ნახვები : 2,004
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული კინოს და თეატრის მსახიობს, ია ნინიძეს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა, აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრში საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით მსახიობის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნაა დაგეგმილი.

ქართულ კინოში ია ნინიძე პირველად 8 წლის ასაკში, რეჟისორ გია დანელიას ფილმში „არ დაიდარდო“ გამოჩნდა.

ია ნინიძემ ამის შემდეგ, შემდეგ 40-ზე მეტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი შეასრულა კინოში და 15 წელი იდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე.

საიუბილეო საღამო წარმოდგენილი იქნება მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ია ნინიძის შემოქმედებას კინოსა და თეატრში 55 წლის მანძილზე.

საღამოს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება, რომელიც  მაყურებელს წარუდგენს 55 წლის მანძილზე ია ნინიძის შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებენ, მსახიობის მეგობრები თეატრსა და კინოში:

ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნანული სარაჯიშვილი, ნანა ჯანელიძე, ლელა ალიბეგაშვილი,  ნინო ანანიაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, მაიკო კანკავა, დათო ევგენიძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, ვოკალური კვარტეტი „ფორტე“

საღამოს მუსიკალურად მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი გააფორმებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა