რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებვით?

სულ ნახვები : 1,948
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის ჩვენ გვაქვს მუშაობა დაწყებული. ჩვენ პერმანენტულად ვხვდებით პაციენტებსა და იმ კლინიკებს, რომლებიც მათ სერვისებს აწვდიან. შეხვედრებზე გამოიკვეთა გარკვეული უხერხულობა მიწოდების ჯაჭვის გამართულობასთან დაკავშირებით, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მოდელით, ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად პაციენტებს უწევთ ჯერ რეცეპტის მიღება და ქსელში სასურველი პრეპარატის მოძებნა, შემდეგ უკან, კლინიკაში დაბრუნება და მკურნალობა. მისივე თქმით აღნიშნული პროცესი ონკოლოგიური პაციენტისთვის საკმაოდ რთულია და დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ ჩავთვალეთ შესაძლებლად, რომ ამ თემაზე მუშაობა დაგვეწყო და რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი, გაცილებით მარტივი და იოლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სასურველი სერვისის ადგილზე მიღება. გვაქვს გარკვეული იდეები, მოსაზრებები, რომელიც გავცვალეთ კერძო სექტორთან, სერვისების მიმწოდებლებთან და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტულ ინიციატივა. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ დადგინდება და განისაზღვრება ახალი მეთოდოლოგია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შეიქმნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პატარა პაციენტებს ადგილზე მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა