მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ახალი სქემა - განათლების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება

სულ ნახვები : 160
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ახალ სქემას განათლების მინისტრის მოადგილე, თამარ მახარაშვილი განმარტვს და აცხადებს, რომ სტატუსისი მიუხედავად, მასწავლებელი, ახლა რა ხელფასსაც იღებს, იმ ხელფასე მინიმუმ 200 ლარი ემატება

„ფორმულა არის ძალიან მარტივი, რომელიც დაფუძნებულია ჩატარებული საგაკვეთილო საათების მიხედვით, ის გამოითვლება და მისი 90% მოიცავს სწორედ ჩატარებულ საგაკვეთილო საათებს. წლიდან წლამდე, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები მიჩვეული იყვნენ, რომ თუ რაიმე ტიპის ზრდა იყო (დანამატების ზრდა) ძირითადად ყოველთვის მეტ წილად უფრო მათ ეხებოდათ. 2015 წელს, დანამატის სხვაობა უფროს, წამყვანს და მენტორს შორის იყო ძალიან ცოტა. წლიდან-წლამდე წამყვანისა და მენტორის იზრდებოდა დიდწილად და ჩამორჩებოდა უფროსის დანამატი. აქედან გამომდინარე, ეს მოლოდინი ჰქონდათ მათ, რომ სხვაზე მეტად უნდა მომატებოდათ ხელფასი. ეს კითხვა შემდეგ მავანმა როგორ დაატრიალა, შესაბამისმა პირებმა, ორგანიზიაციებმა და როგორ გადაიყვანეს პოლიტიკურ ასპექტში და როგორ შეეცადნენ რაღაცნაირად ევნოთ ეს არის იმის გამოძახილი, რომ ბოლო ორი დღეა ვისმენთ ასეთ კითხვებს, რომ თქვენ არ დაგიფასეს თქვენი შრომა და ა.შ. ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა მასწავლებლებმა რაშია საქმე.

არც სტაჟს შევხებივართ და არც კვალიფიკაციას - დღევანდელი ფორმულით გამოითვლებოდა კოეფიციენტებით, მაგრამ იმის გამო, რომ მარტივი ყოფილიყო კოეფიციენტის დათვლა, ეს კოეფიციენტი გადავიდა ციფრებში, შესაბამისად არც სტაჟს დაკლებია რამე და არც განათლებას და მის კვალიფიკაციას. რა თანხა ეძლეოდა მასწავლებელს იქამდე სტაჟის დანამატი ის ეძლევა სწორედ დღესაც და რაც ეძლეოდა მას კვალიფიკაციაში იმას აიღებს დღესაც“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ „იმედის ეთერში“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა