კიევში, ოხმატდიტის საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად შვიდი ბავშვი დაშავდა - ვიტალი კლიჩკო
სულ ნახვები :
297
...
კიევში, ოხმატდიტის საავადმყოფოზე თავდასხმის შედეგად შვიდი ბავშვი დაშავდა - ამის შესახებ ინფორმაცია, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
კიევის მერის ინფორმაციით, საავადმყოფოში სულ 16 დაზარალებულია. მანამდე პოლიცია იტყობინებოდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. კლიჩკომ თქვა, რომ გარდაცვლილები მოზრდილები არიან, მათ შორის ერთი ექიმია.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ახალი მონაცემებით, კიევის დაბომბვის შედეგად სულ 15 ადამიანი დაიღუპა და 37 კი დაშავდა.