სკანდალი: „ოცნებამ“ საარჩევნოდ 40 ათასი შემწვარი გოჭი შეუკვეთა

სულ ნახვები : 4,206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მმართველმა პარტიამ საარჩევნოდ 40 ათასი შემწვარი გოჭი შეუკვეთა. კერძოდ, საუბარი იმაზეა, რომ ფოთის 32 საარჩევნო უბანზე, სავარაუდოდ, არჩევნების დღეს, 6-6 შემწვარი გოჭი დარიგდება. ამის შესახებ ინფრომაციას სოციალურ ქსელში ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა ავრცელებს.

„ქართული ოცნება /Georgian Dream არ გრცხვენიათ. 40 ათასი ლარის გოჭი რამ შეგაკვეთინათ. მთელი სამეგრელოს გოჭები რომ გააჟლეტინეთ. 

ცნობისთვის: ფოთში 32 საარჩევნო უბანია, რაც ნიშნავს, რომ ერთ საარჩევნო უბანზე ფოთში „ოცნება“ საშუალოდ 6 გოჭს არიგებს. 

დანარჩენ საქართველოს მინდა მივმართო. არ დაკმაყოფილდეთ კარტოფილით და ზეთით. გოჭზე ნაკლებს ხელი არ ახლოთ. უჭირთ და ყვავს კაკალი, ხოლო ბიძინას გოჭი გააგდებინეთ. 

ჩემო ფოთელებო. გოჭით არჩეულ მერს კი რა ერქმევა თქვენც კარგად იცით... 

პ.ს. პრასი არ დაგავიწყდეთ,“ - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.

 


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა