ლადო ხინჩეგაშვილი თანამშრომლებს დაერია

სულ ნახვები : 22,684
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორის ჩემპიონმა მერმა ლადო ხინჩეგაშვილმა გადაწყვიტა ახალი წელი ცვლილებებით დაეწყო,  რადგან ასე უცბად მუნიციპალიტეტისთვის ვერაფერს გააკეთებდა უფრო იოლი გზა აირჩია და ძველი კადრები გაუშვა სამსახურიდან.  ამ დროისთვის შეცვლილია ორი აიპის ხელმძღვანელი.

როგორც CNews-ს გორის მერიაში განუცხადეს, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გადაწყდა, რომ თანამდებობას დატოვებდა   სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი. ამ თანამდებობაზე ხინჩეგაშვილმა გიორგი შათირიშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე საბანკო სექტორში იყო დასაქმებული.

თანამდებობიდან გაუშვეს კულტურის და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს უფროსი  გელა კაპანაძეც, მის ადგილზე მოჭიდავე მერმა დავით წეწავაძე დანიშნა.

როგორც CNews-მა გორის მერიაში გაარკვია, ამ ორ თანამდებობაზე დასანიშნი პირების შესარჩვად არანაირი კონკურსი არ ჩატარებულა. არადა კანონის თანახმად კონკურსი უნდა გამოცხადებულიყო.  კონკურენცია ჭიდაობის სფეროშიც კი არის. ნაკრებში ის შეჰყავთ, ვინც ამა თუ იმ წონით კატეგორიაში უკეთეს შედეგს აჩვენებს. ეტყობა ხინჩეგაშვილმა ჭიდაობის წესებიც დაივიწყა. 

გორის მერიაში არ აკონკრეტებენ, თუ რატომ გახდა საკადრო ცვლილებების გატარება საჭირო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა