ზნეობა უფრო მაღლა დგას - რადიკლაური დაჯგუფების რადიკალური გეგმები

სულ ნახვები : 303
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შსს-ს განცხადების პარალელურად, რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ თავიანთი გეგების შეცვლას და 2 ივლისს აუცილებალდ გაილაშქრებენ „თბილისი პრაიდის“ გეგმების წინააღმდეგ. 

კოკა მორგოშიას განმარტებით, ზნეობა ყოველგვარ კანონზე მაღლა დგას. 

„რას ვგეგმავთ, ამ პოსტების შინაარსი განვმარტეთ. მაგალითად, ერთ-ერთი შინაარსი იყო ის, რომ წინ აღვუდგებით "პრაიდს".  ავხსენით, რომ ჩვენ ძალადობას არ ვაპირებთ. ჩვენ კანონი გვაინტერესებს, მაგრამ ჩვენ ზნეობა უფრო მაღლა გვიყენია, ვიდრე ნებისმიერი კანონი. წინ აღვუდგებით ათი ათასობით ადამიანი და ვერ გადაგვივლიან“, - განაცხადა მორგოშიამ. 

რადიკალური დაჯგუფების კიდევ ერთი წარმომადგენელი, ზურა მახარაძე აცხადებს, რომ მათ არ სურთ მოვლენების მძიმედ განვითარება, თუმცა კონკრეტული გარანტიების მიცემა ასეთ დროს ვინმესთვის შეუძლებელია. 

„თქვენ თუ პროვოკაციებს მოაწყობთ... იმედია, არ მოხდება, ჩვენ ვეცდებით, რომ ექსცესებში არ გადაიზარდოს, მაგრამ 100%-იანი გარანტია არაფრის არ არსებობს, სამწუხაროდ“, - აცხადებს მახარაძე. 

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდმა“ დახურული ღონისძიებების გარდა ყველა სხვა აქტივობა გააუქმა. რაც შეეხება დახურულ ღონისძიებებს მათ მიმართეს შსს-ს რომ უზრუნვლყონ ლგბტ თემის წარმომაგენელთა უსაფრთხოება, რაზეც თავის მხრივ სამართალდამცვამა უწყებამ განცხადებით უპასუხა და განაცხადა, რომ ისინი კანონის ფარგლებში იმოქმედებენ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა