ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმდა

სულ ნახვები : 149
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„20 სექტემბრის მდგომარეობით, 4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

აზარაშვილის თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას.

როგორც აზარაშვილი განმარტავს, ამ პროგრამის შედეგი ორმაგია: მოკლევადიანი დასაქმებით შემოსავლის გაზრდა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის, ან არსებულის გაუმჯობესების გზით, საზოგადოებრივი სიკეთის შექმნა. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა და ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას საზოგადოებრივ სამუშაოებზე, ღია შრომის ბაზარზე, მოკლევადიანი პროფესიული კურსების ორგანიზებას და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზებას. ამ შეთავაზებებიდან ერთ-ერთის არჩევის შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარები, ოთხი წლის განმავლობაში, ყველა იმ სარგებელს ინარჩუნებენ, რასაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველ პირებს სთავაზობს.

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში, პარტია „საქართველოსთვის“ მიწვევით, ინტერპელაციის წესით იმყოფება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა