65 წლის ქალი, რომელიც სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა დაკბინა, გარდაიცვალა

სულ ნახვები : 276
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით ქუთაისში, კლინიკაში გარდაიცვალა.

ქალი სამტრედიაში მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. ქალმა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა,  რამაც, სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია.

ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა. მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ჩატარებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამო ვირუსი, შესაძლოა, ანალიზში არ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა