ანასტასია გუბანოვა მოსკოვში, თავდაცვის სამინისტროს არენაზე გამოვა

სულ ნახვები : 314
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში 14 თებერვალს დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში,  რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულების [ЦСКА]  არენაზე-  გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია ფესტივალის ოფიციალურ ვებსაიტზეა განთავსებული.

ფესტივალის ორგანიზატორი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია.

რუსული წარმოშობის ფიგურისტის ანასტასია გუბანოვას მიერ  მოპოვებული ოქროს მედალი საქართველოში აღფრთოვანებისა და  ზეიმის მიზეზი გახდა. ქვეყანას ფიგურულ სრიალში მოპოვებული პირველი  ოქრო ქვეყნის ოფიციალურმა პირებმაც მიულოცეს. 

საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირზე გასვლა რუსული წარმოშობის მოციგურავეს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების თავის ასარიდებლად დასჭირდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა