თელ-ავივში მცხოვრები ქართველი პოეტი: „ღამე ბუნკერში გავათენეთ, საკვები მომარაგებული გვაქვს, ქუჩაში არ გვიშვებენ“

სულ ნახვები : 307
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„განგაშის შემდეგ ჩავედით ბუნკერში და, დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა უწყვეტი აფეთქებების ხმა, ზანზარებდა მთელი სახლი, ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს მიწისძვრა ხდებოდა",-  განუცხადა CNews-ს ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა პოეტმა ნინო ქოქოსაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობას მთელი ღამის გათევა ბუნკერში მოუწია.

ვიცოდით, რომ კონფლიქტი მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამ სიძლიერის კონფლიქტს ნაკლებად ველოდი. თელ-ავივთან ახლოს ვცხოვრობ, გუშინ, პროდუქტების შესაძენად გავედით მაღაზიაში და დღისით სრული სიწყნარე იყო ქალაქში. სახლში მოსვლის შემდეგ, საინფორმაციოთი მივიღეთ გაფრთხილება, რომ საღამოს 9 საათზე დაბომბვა დაიწყებოდა. ცხრა საათამდე გაისმა განგაშის ხმა, ჩემთვის ეს პირველი განგაში იყო, რომელიც ისრაელში შემემთხვა, სახლში, სადაც ვცხოვრობ, არის ბუნკერი. განგაშის შემდეგ ჩავედით ბუნკერში და დაახლოებით, ნახევარი საათის განმავლობაში ისმოდა უწყვეტი აფეთქებების ხმა, ზანზარებდა მთელი სახლი, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს მიწისძვრა ხდებოდა. ყველაფერ ამის შემდეგ, ამოვედით ბუნკერიდან, მაგრამ ღამით კვლავ განმეორდა ყველაფერი და მოგვიწია კვლავ დაბრუნება, მთელი ღამის განმავლობაში კვლავ ისმოდა აფეთქებების ხმა და ღამის გათევა ბუნკერში მოგვიწია.

ახლა ჯერჯერობით მშვიდობაა, მთავრობის რჩევით, გარეთ არ გავდივართ, არც ფანჯრებს ვეკარებით და ველოდებით, რა იქნება. კონტაქტი მუდმივად გვაქვს, როგორც ადგილობრივ საელჩოსთან, ისე მთავრობის ნაწილთანაც, ვიღებთ რეკომენდაციებს და ვცდილობთ, მაქსიმალურად უსაფრთხოდ ვიყოთ. ქალაქში ფუნქციონირებს ყველა დაწესებულება, მათ შორის, სასურსათო მაღაზიებიც. საკვები პროდუქტი აქ ყველას მომარაგებული აქვს და, მინიმუმ, ერთი კვირა რომც არ მოგვიწიოს გარეთ გასვლა, ეს პრობლემას არ შექმნის",- განცხადა CNews-ს ნინო ქოქოსაძემ.

შეგახსენებთ, 48 საათზე მეტია, პალესტინელი რადიკალები ისრაელის მიმართულებით რაკეტებსა და ჭურვებს უშვებენ. პასუხად კი ისრაელი რადიკალური დაჯგუფებების ობიექტებსა და ინფრასტრუქტურას ბომბავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო და საჰაერო იერიშებს ისრაელში 5, ღაზას სექტორში კი 35 ადამიანი ემსხვერპლა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა