ექსკლუზივი: ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

სულ ნახვები : 3,440
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ამ დღეებში შეხვდება და კონსულტაციებს გამართავს,-ამის შესახებ ნიკა მელიამ "ქრონიკა+"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ორშაბათს, 17 მაისს გამოქვეყნდება.

„სამი წელია, მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს, პასპორტი ჩამორთმეული მქონდა და ქვეყნიდან არ მიშვებდნენ. ახლა მნიშვნელოვანი კონსულტაციები უნდა გავმართოთ ენმ-ს სამოქმედო გეგმის ირგვლივ. დაპირისპირება ჩემსა და სააკაშვილს შორის არ არის. ფუნდამენტურ საკითხებზე ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა,“ - განუცხადა ნიკა მელიამ "ქრონიკა+"-ს.

ცნობისთვის: ნიკა მელია საპატიმროდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. ამ დროისთვის ენმ-ს პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ: ენმ-ს ლიდერის ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ „ქრონიკა+“-ში ორშაბათს გამოქვეყნდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა