შემზარავი ფაქტი ვანში - შუამთის სკოლის დირექტორის მეუღლე მოსწავლეს სექსუალურად ავიწროებს (ვიდეო)

სულ ნახვები : 5,347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორ  ელისო კილაძეს წყარომ მიაწოდა ვიდეომასალა, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტშია გადაღებული.

ვიდეოში გარკვევით ჩანს, თუ როგორ ავიწროებს სექსუალურად 60 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვან გოგონას.

წყაროს მეშვეობით, CNews-მა მოახერხა დაედგინა აღნიშნული პირის ვინაობა. ირკვევა, რომ ის შუამთის სკოლის დირექტორის, ლალი სულაბერიძის მეუღლე, ტარიელ მეფარიშვილია, რომელიც სკოლაში სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს და მოსწავლეები გადაჰყავს.

ფაქტის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ  შს სამინისტროს აცნობა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველ უწყებას რეაგირება არ ჰქონია.

ინფორმაციის მოკითხვის შემდგომ გაირკვა, რომ ტარიელ მეფარიშვილს ხელს აფარებენ სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ლევან ახობაძე და ვანის პოლიციის უფროსი დავით ლორთქიფანიძე. ისინი აშანტაჟებენ და ფსიქოლოგიურად მანიპულირებენ პირებზე, რომლებმაც ძალადობის შესახებ ყველაფერი იციან. ასევე დგინდება, რომ ძალოვნები ავიწროებენ ვიდეომასალაში მყოფი არასრულწლოვანი გოგონას მშობლებსაც, რის გამოც აღნიშნული პირები ვერ ახერხებენ, შესაბამის ორგანოებს დახმარებისთვის მიმართონ.

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა გოგონამ, მტკიცებულების სახით, მეფარიშვილს აღნიშნული ფარული ვიდეო გადაუღო, მოძალადეს ადგილობრივები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა ახლა ისინი სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის და  ქვეშ იმყოფებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა