„დამაიმედებელია“ - დეა მეტრეველი გელათში იტალიელი ექსპერტების ჩასვლაზე

სულ ნახვები : 215
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გელათის სამონასტრო კომპლექსში იტალიელი ექსპერტების ჩამოსვლას დამაიმედებელს უწოდებს  Cnews-სთან საუბრისას „ლელოს“ წევრი  დეა მეტრეველი.

მისი თქმით, ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ჩავიდა, კომპეტენტურია. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გელათის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას  გამართლება არ აქვს. 

„ახლა დაიწყო ახალმა შემადგენლობამ მუშაობა, რა ინფორმაციაც არსებობს ექსპერტთა  ჯგუფი კომპეტენტურად და პროფესიონალურად  გამოიყურება, რაც დამაიმედებელია.

თუმცა, თავისთავად ის ფაქტი,  რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო პროცესის მართვა საპატრიარქოს გადაეცა, აღიარებითი ჩვენებაა ხელისუფლებისა და კერძოდ, კულტურის სამინისტრის მხრიდან.  მათ არ ყოფნით არც კომპეტენცია,  არც პროფესიონალიზმი და არ აქვთ არანაირი გამოცდილება და სურვილიც კი,  რომ მიხედონ ჩვენს ქვეყანაში კულტურულ მემკვიდრეობას“, - განუცხადა Cnews-ს დეა მეტრეველმა.

შეგახსენებთ, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან იმყოფებიან.

საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა