ხაბეიშვილის მენტორული ტონი პოლიტიკურად და ეთიკურად მიუღებელია - ბაჩო დოლიძე

სულ ნახვები : 335
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმ მენტორული ტონიდან გამომდინარე,  არა მგონია,  ბევრს გაუჩნდეს სურვილი თანამშრომლობის,  - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რითაც პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ეხმიანება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.  

მისი  თქმით, ხაბეიშვილის  მენტორული ტონი პოლიტიკურად და ეთიკურად მიუღებელია.  

„პირველ რიგში,  უნდა შევეხო ეთიკურად და პოლიტიკურად იმ ძალიან არასწორ  მენტორულ ტონს, რომლითაც ესაუბრება  სხვა  პარტიებს, რომ თურმე მათ რჩევა-დარიგება უნდა ჰკითხონ ლევანს.  არ მგონია ახლა, ვინმეს ეს სჭირდებოდეს, თან განსაკუთრებით ლევანისგან, რომელიც დამოუკიდებლად თვითონ ვერ იღებს ხოლმე გადაწყვეტილებებს.  იმ მენტორული ტონიდან გამომდინარე, რომელსაც მე  ვისმენდი, არ მგონია,   ბევრს გაუჩნდეს სურვილი თანამშრომლობის, მაშინ როდესაც ჩვენი  მენეჯმენტის დროს ძალიან ბევრს საქმით დავანახეთ, რომ ძალიან ბევრ არჩევნებში ერთად მივიღეთ მონაწილეობა“, - განაცხადა დოლიძემ. 

შეგახსენებთ,  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

"ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, ხვალ ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა