50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება - თემურ მღებრიშვილი

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას გააკეთა, ბოლო მონაცემებით 50-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება, რომლებიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ.

მღებრიშვილის თქმით, ყველა ვინც ვერ ახერხებს თავიანთ ახლობლებთან დაკავშირებას, უნდა დაუკავშირდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რათა მოხდეს ინფორმაციის შეგროვება.

„ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ინფორმაციების გადამოწმებას, გაფილტვრას და შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას.

მინდა მივმართო ყველას, ვინც ვერ გადის კონტაქტზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ. ჩვენს მიერ ხდება ინფორმაციების გადამოწმება და დაზუსტება. მინდა გითხრათ, რომ 150 ადამიანამდეა უსაფრთხო ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ოჯახის წევრების მიერ დაკავშირება ვერ ხერხდება, შესაძლოა მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე და 112-ში განახორციელოს აუცილებლად ზარი.

ამ დროისთვის მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე არიან გეოლოგები და მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა. ჯერჯერობით რამე საჭიროება, რამე დამატებითი ძალის ან ტექნიკის მობილიზების, იმაზე მეტის, რაც ამ დროს ხდება, ვფიქრობ არ დაგვჭირდება“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა