ფულზე დახამებული მუქთახორა კინტო - გიორგი გუგავა ალეკო ელისაშვილზე

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,კურდღელი, კინტო“, - ასე პასუხობს ,,ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი გიორგი გუგავა ალეკო ელისაშვილს, რომელმაც მას და, ზოგადად, ,,ლეიბორისტულ“ პარტიას ,,წურბელები“ და ,,ხალხის ფულის მთქვლეფავები“ უწოდა.

გუგავას თქმით, პოლიტიკურ ველზე თავად ელისშვილი და მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი არიან სხვადასხვა მაქინაციებში და შეკრული არიან ხელისუფლებასთან.

,,ამ პოლიტიკის გადამკიდე, როგორი ხალხი არ შემხვედრია, მაგრამ ასეთი გარეწარი და მოღალატე, როგორიც ელისაშვილია – არა. წარბსაც არ შეიხრის, ისე იკადრებს უკადრებელს ეს ფულზე დახამებული კინტო. დღეს პარლამენტში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ საქმიანობა აგვიკრძალეს, ხოლო ელისაშვილის პარტიას და ,,გირჩს“ ძველი დაფინანსება აღუდგინეს და მთლიანად მისცემენ ერთად ამ ფულს. ამის გარდა ელისაშვილი ფინანსდებოდა კორუმპირებულ მინისტრ  ალავიძისგან, რომელიც ჰესების მშენებლობაში იყო ჩართული, სწორედ იქ იყო ბატონი იოსელიანი დასაქმებული და მისი ოჯახი ამ ყველაფრის  მოწილეა. სწორედ აქედან აიღო ფული მან თვითმმართველობის არჩევნებისთვის  და გარანტია მიიღო ხელისუფლებისგან და დაუწერეს ხმები, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ამავე დროს ის წარმოადგენს სუს–ის აგენტს და მისი დახმარებით შვიდი ახალგაზრდა იქნა დაკავებული“, - განაცხადა გიორგი გუგავამ ,,პირველ ხაზში“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა