ექსკლუზივი: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი თბილისში ჩამოვიდა

სულ ნახვები : 1,834
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, გასული წლის შემოდგომაზე თბილისში იმყოფებოდა.

აღნიშნულზე გაზეთ „ქრონიკა+“ - თან საუბრისას, მოძრაობა „დაბრუნების“ ერთ-ერთი ლიდერი მალხაზ პატარაია საუბრობს.

პატარაიას თქმით, ანქვაბის საქართველოში ჩამოსვლა გასაიდუმლოებული იყო, თუმცა ინფორმაციამ მაინც გაჟონა.

„ომის დროს აფხაზებს გადაურჩენიათ ქართველები, ქართველებსაც გადაურჩენიათ აფხაზები. ქართველებსა და აფხაზებს შორის ნათესაური ურთიერთობები არსებობს და რა გასაკვირია ერთმანეთს, რომ დაეხმარნენ გაჭირვებაში. ალექსანდრე ანქვაბს, რომელსაც აფხაზეთში ე.წ. პრემიერის პოსტი უკავია, ქართველებთან დღემდე აქვს კავშირი და რამდენიმე თვის წინ ის თბილისშიც კი იყო ჩამოსული.

კი, კი, ზუსტი ინფორმაციაა. მისი აქ ყოფნის ამბავი გასაიდუმლოებული იყო“, - აცხადებს ის.

პატარაიას თქმით, ანქვაბი თბილისში ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

ნათესავის გასვენებაში იმყოფებოდა. ეს რუსეთის გარეშე არ მოხდებოდა. ისინი ჩამოიყვანდნენ აქ და ისინივე შეათანხმებდნენ საქართველოს ხელისუფლებასთან ანქვაბის უსაფრთხოების დაცვის საკითხებს. გასვენებაზე რომ იყო ჩამოსული ეს ზუსტად ვიცი, იმის იქით რა მოხდა, ჩემთვის არ არის ცნობილი. ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ ექნებოდა რაღაც საუბრები, ამაში ეჭვი არ მეპარება. ასე არ ხდება, რომ გასვენებაზე მივიდეს და უკან გაბრუნდეს“, - აცხადებს პატარაია „ქრონიკა+“ - თან საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა