თუ ფაქტი დადასტურდა შესაბამისი რეაქცია იქნება საპატრიარქოს მხრიდან - ჯაღმაიძე

სულ ნახვები : 1,456
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე CNews-თან, გაზეთ „ქრონიკა+“ - ის რედაქტორის, ელისო კილაძის Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მასალას ეხმიანება, სადაც სასულიერო პირები თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, სავარაუდოდ ნარკოტიკულ საშუალებებს ეძებენ.

ჯაღმაიძის თქმით, უნდა მოხდეს შესაბამისი უწყებების მიმართ აღნიშნულის მოკვლევა და თუ ფაქტი იქნება დადასტურებული, საპატრიარქოსგან მოხდება რეაგირება.

„ალბათ შესაბამისი სამსახურები დაადგენენ დეტალებს და თუ მსგავსი ფაქტი დადასტურდა, აუცილებლად იქნება რეაქცია საპატრიარქოს მხრიდან“, - განუცხადა CNews-ს ჯაღმაძიემ.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა