ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება

სულ ნახვები : 2,085
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 28-31 მაისი პლენარული სხდომების დღის წესრიგში, დაჩქარებული წესით მოხდება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის განხილვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ დღეს, 27 მაისს მიიღო.

„პლენარული სხდომების დღის წესრიგშია დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით მოქმედი კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ოდენობები ზუსტდება, ხოლო ერთ ნივთიერებაზე განისაზღვრება ახალი ოდენობები“, - ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა