ლეგიტიმურია ეჭვი, რომ ხელოვნების მუზეუმის ნგრევა „პანორამა თბილისს“ უკავშირდებოდეს - ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 267
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხელოვნების მუზეუმის ნგრევის გადაწყვეტილება სრულიად ლეგიტიმურად აჩენს ეჭვს, რომ ეს კავშირშია ბიძინა ივანიშვილის „პანორამა თბილისის პროექტთან“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა CNews-ს განუცხადა.

 მისი თქმით, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა პუშკინის სკვერი და მიმდებარე გზა წაიღო, გასაკვირი არაფერია.

„ახლა რომ ამბობენ, რეაბილიტაცია შეუძლებელიაო, უკაცრავად,  მაგრამ 9 წლის განმავლობაში მთავრობაში არიან და რატომ მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ რეაბილიტაცია შეუძლებელი გამხდარიყო?! სრულიად ლეგიტიმურია ამის დააკავშირება „პანორამა თბილისის პროექტთან, რადგან ბიძინა ივანიშვილისაგან, რომელმაც პუშკინის სკვერი ლარად წაიღო და გზა მიითვისა, გასაკვირი არც ეს იქნება. მას შემდეგ რაც თბილისის  მერიამ მას დაუთმო,  არ გამოვრიცხავ, რომ ხელოვნების მუშეუმის შენობის დანგრევაც  ბიძინა ივანიშვილის ახირებას უკავშირდებოდეს, სრულიად შესაძლებელია, რომ მას სურდეს  ამ შენობის დანგრევა და ტერიტორიის საკუთარი პროექტისათვის გამოყენება“- განუცხადა CNews-ს ხაბეიშვილმა. 

ხაბეიშბილი არასერიოზულად მიიჩნევს  კულტურის სამინისტროს მიერ შენობის ნგრევაში „ნაციონალური მოძრაობისა“  და მისი მმართველობის დროს გაკეთებული ესტაკატის დადანაშაულებას, რომელის შედეგად,  სამინისტროს განცხადებით, „მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა“.

„ბავშვები რომ შიმშილობენ, ესეც „ნაციონალების“ ბრალია, საერთოდ როდის გადაშენდებიან, ეს ნაციონალები. - ამ ჯანრიდანაა ეს განცხადებაც“-განავხადა ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, კულტურის სამინისტროს განცხადებით, ხელოვნების მუზეუმის შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია.  

„ხელოვნების მუზეუმს სამინისტრო კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს“,

ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა