რა საფრთხეს უქმნის ავღანეთის თალიბანიზაცია საქართველოს - მამუკა გამყრელიძის არადამაიმედებელი პროგნოზები

სულ ნახვები : 46,199
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ავღანეთიდან ნატოსა და აშშ- სამხეადრო ძალების გასვლის შემდეგ ქვეყნის დიდი ნაწილი თალიბებმა დაიკავეს, ისინი უკვე ქვეყნის დედაქალაქში, ქაბულში  შევიდნენ და ძალაუფლების გადაცემის მოთხოვნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამასთან, უკვე გადადგა ქვეყნის პრეზიდენტი. რა საფრთხეებს შეიცავს ავღანეთის თალიბანიზაცია და რა უნდა გაითვალისწინოს ამ კონტექსტში საქართველომ? - CNews-  „ევროპელი დემოკრატებისგენერალური მდივანი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე ესაუბრა:

- თალიბები არიან რადიკალური ისლამის წარმომადგენლები. ისლამის უკიდურესად ფუნდამენტალისტური მიმდინარეობაა, ძალიან სისხლიანი და დაკავშირებულია ნარკოტრაფიკთან. ის ქმნის უამრავ საფრთხეს, ამ შეარაღებით და ამ ძალით თალიბებ უფრო საშიშები არიან, ვიდრე ალ-ყაიდა იყო. 

ვინც იცის, ცენტრალური აზია ორ დიდ ძალას ეჭირა,  სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი, ეკონომიკურ ნაწილში კი ჩინეთი აკონტროლებდა, ამ "წესრიგის" დარღვევა და რუსეთისათვის პრობლემების შექმნა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმეს მოვიგებთ. პირიქით, ცენტრალური აზიაზე რუსეთის მხრიდან კონტროლის დაკარგვა ძალიან სერიოზული საფრთხეა. ჯერ ერთი, ისლამს თვალი უჭირავს რუსეთზე და მას აქვს შიგნით ძალიან დიდი დასაყრდენი, როგორც სათათრეთის, ისე ბაშკირეთის სახით.  ჩვენთვის ყველაზე საშიში რაცაა, ეს ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონი და იქ რადიკალური ისლამის გავრცელება ძალიან დიდი საფრთხეა.  

ავღანეთს საზღვარი აქვს თურქმენეთთან, ტაჯიკეთსა და უზბეკეთთან. ჩრდილოეთ ავღანეთი რადიკალური ისლამის მომხრეებით არის დასახლებული, ეს არის აბსოლუტურად არაპროგნოზირენბადი ხალხი. არსებობს იქ ნარკოტრაფიკის უმართავი პროცესის გაძლიერება, რაც თავისთავად ნიშნავს კრიმინალური პროცესის გაძლიერებას. აზერბაიჯანი მართალია,  გამოყოფილია კასპიის ზღვით, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი მასაც ძალიან დიდ პრობლემას შეუქმნის,  აზერბაიჯანის პრობლემა ეს უკვე ჩვენი პრობლემაცაა. როდესაც ლტოლვილების შეღწევა ხდება ასეთ ქვეყნებში, ძალიან ძნელია ამ ტალღის გაკონტროლება, რომ არ მოხდეს ისლამისტების შეღწევა.

რაც ყველაზე საშიშია, რუსეთი ხდება უკვე უკიდეურესად საჭირო დასავლეთისვთის, რომ მან შექმნას ბუფერი ცენტრალურ აზიაში. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ბუფერის შექმნა საჭირო გახდეს ჩრდილოეთ კავკასიაში. მაშინ რა გააჩერებს რუსეთს? ვხატავ ყველაზე უარეს სცენარს, მაგრამ ეს  უნდა გავიაზროთ, რომ საფრთეები ავირიდოთ თავიდან.

- როგორ შეგვიძლია ამ საფრთხეების პრევენცია?

- ჩვენთვის ეს იქნება ძლიერი ჯარი, ძლიერი კონტრდაზვერვა და დაზვერვა. ჯარს კიდევ არა უშავს, მაგრამ სპეცსამსახურებისა რა მოგახსენოთ. სპეცსამსახურები, სამწუხაროდ, პოლიტიკურ საკითხებზე არიან გადართულები ისლამის მიზანი არის რუსეთის მთლიანი ისლამიზაცია, თვლიან, რომ ყაზანი უნდა იყოს დედაქალაქი. 

- რუსეთის მნიშვნელობის  მსოფლიო პოლიტიკაში გაზრდა რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის?

- რუსეთს ბევრად მეტი შესაძლებლობები ექნება, რომ აქ თავისი პოლიტიკა გაატაროს. არ ვამბობ, რომ შემოვარდებიან და რუსეთს დაარქმევენ საქართველოს, ეს არ სჭირდება რუსეთს, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მონაწილეობას გაზრდის კავკასიაში. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ინფრასტრუქტურული მომენტები მოითხოვის, მართალია, რომ ძალიან მუქ სურათს ვხატავ, მაგრამ ამაზე უნდა ვიფიქროთ და საფრთხეები გავიაზროთ.

ირინა მაკარიძე, CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა