ექსკლუზივი: „სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ“ - ელისო კილაძე

სულ ნახვები : 1,708
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ“, - განუცხადა CNews-ს „ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ, რომელიც გლდანის ციხესთან იმყოფება.

 ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

კილაძის თქმით, მესამე პრეზიდენტს რეანიმაციულ დახმარებას გლდანის ციხის ექიმები კი არა, არამედ, რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსისი ხელმძღვანელი უწევს.

 „გულის წასვლის შემდეგ, სააკაშვილი საკაცით აიყვანეს რეანიმაციაში. ამ წუთას მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, გადაუდებელი რეანიმაციული დახმარება აღმოუჩინეს. რეანიმაციაში იმყოფება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის არა გლდანის ციხის ექიმების, არამედ რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსისი ხელმძღავნელის გულიკო ქილიფთრის მეთვალყურეობის ქვეშ არის. პოლიციაა ს მობილიზებული გლდანის ციხის საავადმყოფოს ეზოში.

ჩემი ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ეს უნდა მოხდეს უახლოეს საათებში, სააკაშვილის რეანიმაციული დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭიროა მულტიფუნქციური მკურნალობა“, - განაცხადა კილაძემ 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა