გიგა შუშანია: „ქუთაისი ხელისუფლებისგან ბედის ანაბარად არის მიტოვებული“

სულ ნახვები : 392
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გადასახადი. ამ ყინვაში უამრავი ქუთაისელი აღმოჩნდება დენისა და გაზის გარეშე. ძალიან ბევრი ქუთაისელი ისედაც შიმშილობს, ქალაქი იცლება, ხელისუფლებისგან კი ქალაქი ბედის ანაბარად არის მიტოვებული“, - ამის შესახებ CNews -ს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ განუცხადა.

_ ბატონო გიგა, რა არის დღეს, 21 იანვარს ქუთაისში გამართული აქციის მთავარი მოთხოვნა?

_ ჩვენ, დღეს აქციაზე ვაპროტესტებთ გაზრდილ გადასახადებსა და ტარიფებს. ასევე, გაძვირებულ ცხოვრებას. ათასობით ქუთაისელს, ამ კვირაში მიუვა ქვითრები გაორმაგებული გადასახადი. ამ ყინვაში უამრავი ქუთაისელი აღმოჩნდება დენისა და გაზის გარეშე. ძალიან ბევრი ქუთაისელი ისედაც შიმშილობს, ქალაქი იცლება, ხელისუფლებისგან კი ქალაქი ბედის ანაბარად არის მიტოვებული. ხელისუფლება საერთოდ არ საუბროებს ჩვენი ქალაქის მცხოვრებლების პრობლემებზე. მაგალითად, ახლა მოთოვა ქუთაისში პარალიზებული იყო ქალაქი, არც ქუთაისის მერი და არც გუბერნატორი არავის უნახავს გარეთ გამოსული, ხალხთან მისული და ხალხის პრობლემებზე მზრუნველი. ამის პარალელურად, კი ქუთაისის მერმა 5 500 ლარამდე გაიორმაგა ხელფასი, 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება ქუთაისის ბიუჯეტიდან მხოლოდ „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების ხელფასებზე. ჩვენ მივმართეთ იმერეთის გუბერნატორს წერილით და გვაინტერესებს რას აკეთებს გუბერნატორი, მუშაობს თუ არა მთავრობასთან, რომ ეს კოლაფსი, რომელიც ახლა მოსალოდნელია ქუთაისში და უამრავი ქუთაისელი, რომ არ დარჩეს, დენი, გაზის გარეშე, ამისათვის რას აკეთებს. საერთოდ, აპირებენ თუ არა დაინტერესდნენ ქართველი ხალხით, მათ შორის ქუთაისელების პრობლემებით. ისინი მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, თბილ ოთახში მოკალათებულ ჩინოვნიკებს, არც უდენობა აწუხებთ, არც უგაზობა, მშვენივრად დადიან რესტორნიდან რესტორანში. ხან ბუხრიან კუპეებთან ჭამენ და სვამენ ბიუჯეტის ხარჯზე, ხან კი საკუთარი ცხოვრების კომფორტულად მოწყობით არიან დაკავებული.

_ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ პროტესტზე ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაქცია იქნება?

_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საკუთარი ნებით, ხალხზე ზრუნვით, რომ არ მოიკლავს თავს ეს ფაქტია. 10 წელია, არაფერი გაუკეთებიათ და ერთ მშვენიერ დღეს ნამუსი შეაწუხებთ, - ამისი იმედი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროტესტში. მეტმა ადამიანმა ისაუბროს რიგით ადამიანების გაჭირვებაზე.

_ გაგრძელდება თუ არა საპროტესტო ტალღა?

_ პროტესტი გაგრძელდება არა მხოლოდ გაძვირებულ ცხოვრებაზე, არამედ ყველა არსებულ პრობლემაზე. კიდევ უფრო მეტად ვაპირებთ ვისაუბროთ არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ ოჯახებში მივიდეთ და კონკრეტული ადამიანების მაგალითებით ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ, ეს პროტესტი, როდესაც მასშტაბური გახდება ხელისუფლება იძულებული გახდება, შესაბამისი რეაგირება ჰქონდეს.

ავტორი: ნენე ინჯგია, CNews

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა