ყველა სულით ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა - ვინ არის ბიჭი ვინც სკოლაში დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის დროშები ჩამოხია

სულ ნახვები : 11,855
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ყველა სულით  ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა“ - ასეთია 16 წლის ლუკა ნაცვლიშვილის კომენტარი, რომელიც მან საინფორმაციო სააგენტო CNews-თან ბათუმის მე-17 სკოლაში მომხდარ ქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

ლუკა წარმოშობით ქუთაისელია, თუმცა წლებია უკვე ბათუმში ცხოვრობს და შესაბამისად განათლებასაც სწორედ იქ იღებს. მისი თქმით, მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მშობლიური სკოლის კედელზე გამოკრული დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის დროშები, რომელიც მან ჩამოხია. 

„11 წელია ბათუმში ვცხოვრობ 5 წლამდე ქუთაისში ვცხოვრობდი. შოკირებული დავრჩი რომ დავინახე რა თქმა უნდა, ყველა სულით  ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა. გამიჩნდა პროტესტის გრძნობა, თუმცა ამბობენ, რომ ეს გამოეპარათ და გამიზნულად არ გამოუკრავთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა CNews-თან საუბრისას. 

ცნობისთვის, დროშების ჩამოხევის შემდგომ ნაცვლიშვილს საყვედური გამოუცხადეს, თუმცა ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორს სამსახურის დატოვებამ მოუწია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა