ბუდუ ზივზივაძეს ევროშესარჩევში უნგრეთთან თამაში სურს

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ეროვნული გუნდისა და უნგრული ფეჰერვარის ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ სანაკრებო პაუზის შემდეგ იქაურ მედიას ისაუბრა. ჩვენებურმა აღნიშნა, რომ სურვილი აქვს ევრო 2024-ის წილისყრისას საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ.

„გულწრფელად გითხრათ, ძალიან მინდა, რომ უნგრეთს ვეთამაშოთ. ძალიან კარგი თამაშები იქნება. ორივე შეხვედრაში გაივსება ტრიბუნები, რადგან ფეხბურთი ორივე ქვეყანაში უყვართ“, – თქვა ბუდუმ.

გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და უნგრეთის ერთ ჯგუფში მოხვედრა სრულიად შესაძლებელია, რადგან სხვადასხვა კალათაში არ არიან განაწილებულნი. ევროშესარჩევი ეტაპის წილისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები