ჯეიმსის მორიგი რეკორდი

სულ ნახვები : 236
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

NBA-ში მორიგი დღის მატჩები გაიმართა. ყველაზე საინტერესო ლოსანჯელესური დერბი გამოდგა, რომელშიც ლეიკერსმა კლიპერსთან 115:133 წააგო.

ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ ლებრონ ჯეიმსმა 46 ქულა მოინაგრა. მართალია, ამით გუნდს ვერ უშველა, მაგრამ ისტორიული შედეგი კი დააფიქსირა.

საქმე იმაშია, რომ „მეფეს“ 40 და მეტი ქულა უკვე ლიგის 30-ვე გუნდთან აქვს ჩაგდებული, რაც აქამდე ვერავის მოუხერხებია.

აქვე ჰეყვით, რომ ჯეიმსს წლევანდელ სეზონშივე შეუძლია სრულიად ლიგის საუკეთესო მექულე გახდეს. აქამდე რეკორდი ასევე ლეიკერსელ ქარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნის, რომელსაც კარიერაში 38 387 ქულა აქვს ჩაგდებული. ლებრონს კი, ამ ნიშნულამდე 177 ქულა აშორებს.

დიდი ალბათობით, ჯეიმსი უახლოეს 6-8 მატჩში შესძლებს ჯაბარის რეკორდის დამხობას...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები