ბუდუ ზივზივაძე გერმანული კარლსრუეს ფეხბურთელი გახდა

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გადაწყვეტილი ამბავია – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგურ კარლსრუეს ფეხბურთელია. 28 წლის ფორვარდმა ახალ კლუბთან კონტრაქტის 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ყოფილმა კლუბმა, ფეჰერვარმა შემოდგომაზე დუბლებში გადაიყვანეს. მიზეზი თითიდან გამოწოვილი იყო – ყოფილი კლუბის გულშემატკივრებთან მისლამ ფეჰერვარის ქომაგთა გაბრაზება გამოიწვია.

შედეგად, უნგრელებს მისი გაშვება აწყობდათ, რადგან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურებოდა. გეტყვით იმასაც, რომ ჩვენებურით უნგრეთში უიპეშტი, პოლონეთში ზაგლებიე, ხოლო ისრაელში ბეერ-შევას ჰაპოელიც იყვნენ დაინტერესებულები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები