ვახტანგ აბდალაძე: საქმე ასარჩევად რომ მქონდეს, ისევ საქართველოს ავირჩევდი

სულ ნახვები : 178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველი მორაგბის, ვახტანგ აბდალაძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2022 წელს, ურუგვაის ნაკრებთან შედგა. შერკინების პირველხაზელმა მეორე სანაკრებო მატჩი უკვე 5 თებერვალს, გერმანიასთან ითამაშა.

ქუთაისში დაბადებული აბდალაძე 5 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად საცხოვრებლად ირლანდიაში გადავიდა. მერე იყო იქაური 20 წლამდე ნაკრები და საქართველოს წინააღმდეგ თამაშიც. თუმცა, საბოლოოდ, ისტორიული სამშობლო მაისურით თამაში არჩია.

თუ რატომ, ამის შესახებ აბდალაძემ ირლანადიურ მედიასთან ისაუბრა.

„ჩემი მიზანი მსოფლიო თასზე თამაშია. ეს არის მთავარი ოცნება. მინდა ჩემს ქვეყანასთან ერთად, მთავარ სარაგბო ტურნირზე ვითამაშო. თუ გადაწყვეტილების მიღება ხელახლა მომიწევდა, 10-დან 10 შემთხვევაში ისევ საქართველოს ავირჩევდი. ჩემი კარიერით საკუთარი თავისა და ოჯახის გახარება შემიძლია. მეორეხარისხოვანია, რა სარგებელს მივიღებ ამით“, – ამბობს აბდალაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები