აიაქსმა გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო თასი გადაადნო

სულ ნახვები : 338
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამსტერდამის აიაქსმა გულშემატკივართა დაფასების ორიგინალური ხერხი მოიფიქრა. საქმე ის არის, რომ აიაქსმა ნიდერლანდების ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა და ერედივიზიონის დარულებამდე სამი ტურით ადრე მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა.

საჩემპიონო თასი ამსტერდამელებს წინა ტურის შემდეგ გადასცეს. თუმცა, ის თასი უკვე ისტორიის საკუთრებია.

კლუბმა თასი გადაადნო და 42.000 პატარა ვარსკვლავი დაამზადა, რომელსაც ყველა იმ ადამიანს გაუგზავნიან, ვისაც 2020-21 წლის სეზონის აბონიმენტი ქონდა შეძენილი და პანდემიის გამო თამაშებს ვერ დაესწრო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები