საქართველოს რაგბის ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა

სულ ნახვები : 189
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს რაგბის ნაკრებმა პორტუგალიის (38:11) დამარცხებით კლასიფიკაციაში 0.30 ქულა შეიმატა და მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. ეს ისტორიაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

სადღეისოდ, საქართველოს ნაკრებს 76.23 ქულა აქვს და მე-11 ადგილიდან სამოა (76.03) დააქვეითა. ბორჯღალოსნების წინ იაპონიაა, რომელსაც 77.39 ქულა აქვს და მოწინავე ათეულს ხურავს.

იაპონელების გადასწრების შანსი ქართველებს ზაფხულში ექნებათ, როდესაც სამ ტესტს გამართავენ: 12 და 19 აგვისტოს, რუმინეთსა და აშშ-ს უმასპინძლებენ, ხოლო 26 აგვისტოს შოტლანდიას ესტუმრებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები