ვილი სანიოლი: ორივე მეტოქე განსხვავებული სტილითა და ტაქტიკით თამაშობს

სულ ნახვები : 134
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

17 და 20 ივნისს საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჯერ კვიპროსს ესტუმრება, შემდეგ კი – შოტლანდიას.

მოახლოვებული მატჩების წინ საქართველოს ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„სტუმრად ზედიზედ ორი მატჩის ჩატარება იოლი არ არის. გვიწევს მგზავრობა და ენერგიის ხარჯვა. ახლა ვფიქრობთ ამ რესურსის გადანაწილებაზე. კარგია, რომ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი კარგ ხასიათზე ჩამოდის, რადგან ბევრმა ლეგიონერმა სხვადასხვა ჩემპიონატებში კარგად იასპარეზა და ტიტულებიც მიიღო. იმედია, მათი განწყობა დანარჩენ ფეხბურთელებსაც გადაედება...

არ ვიცი რამდენად იქონიებს გავლენას, ის რომ კვიპროსს თემურ ქეცბაია წვრთნის. ჩვენი მიზანია საკუთარი თამაში ვითამაშოთ, ისეთი, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში. ჯერ მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ, შემდეგ გადავერთვებით შოტლანდიაზე... შოტლანდია საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობს და ეს ესპანეთთანაც დაამტკიცეს, მაგრამ როგორც გითხარით, ახლა მხოლოდ კვიპროსზე ვფიქრობთ...

ვერ გეტყვით არის თუ არა ოპტიმალური შემადგენლობა, რომელიც ამ მატჩებისთვის გამოვიძახეთ. არავინ იცის სეზონის ბოლოს ვინ როგორ ფორმაშია. მაგალითად, კვარაცხელიას დატვირთული სეზონი ჰქონდა. ჩვენ ვარჯიშებზე ვნახავთ ვინ როგორ ფორმაში და კონდიციებშია. ცხადია, ჩვენ გვინდა სასურველ შედეგს მივაღწიოთ, მაგრამ ასეთივე სურვილი ჯგუფის ხუთივე გუნდს აქვს და ევროპის ჩემპიონატზე გადის მხოლოდ ორი. იმედია, ამ ორ გუნდში ჩვენ ვიქნებით...

ზოგს მიაჩნია, რომ ნორვეგიასთან 2 ქულა დავკარგეთ, მაგრამ მგონია, რომ 1 ქულა მოვიპოვეთ. არ მინდა პროგნოზების გაკეთება, რადგან ერთხელ გავაკეთე ასეთი პროგნოზი, როდესაც ერთა ლიგის წინ ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი ოთხივე მატჩის მოგება იყო. მაშინ გამიმართლა, ამიტომ ახლა არაფერს ვიტყვი. თუმცა, თუ ისეთივე შემართებითა და დისციპლინით ვითამაშებთ, როგორც ნორვეგიასთან მეორე ტაიმში, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...

მატჩის წინ ტაქტიკაზე არ ვსაუბრობ, არ ვამხელ გეგმებს. კი, ნორვეგიასთან ორი თავდამსხმელით თამაშმა გაამართლა. თუმცა, აქ არა ტაქტიკაზე, არამედ უფრო მიდგომაზე იყო საქმე. მეორე ტაიმში კარგად მივუდექით სიტუაციას და წარმატებაც მოიტანა. რაც შეეხება უახლოეს უახლოვეს მატჩებს. აქაც ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ორივე გუნდი განსხვავებული სტილითა და ტაქტიკით თამაშობს. ჩვენს ამის მიხედვით ვიმოქმედებთ...

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ჩატარება დიდი პატივია ქვეყნისთვისაც და ფედერაციისთვისაც. ევროპამ უნდა დაინახოს, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირის მასპინძლობა შეგვიძლია. ჩვენ ამ თემაზე გვქონდა დისკუსია. ჩვენ ყოველთვის ვაბალანსებთ სიტუაციას და ასე იქნება ამჯერადაც. ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი ამ წუთში ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს. თუ რა იქნება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენგან რამდენიმე ფეხბურთელი ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდება, მაგრამ შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან თამაშის შემდეგ...

გველესიანს ბოლო ერთი წლის მანძილზე ვაკვირდებოდი. ვფიქრობ, მან შანსი დაიმსახურა. ერთია, ჩვენი სამწვრთნელო გუნდი მას კარგად არ იცნობს. ბევრი ფიქრობს, რომ გველესიანი ადრეც იმსახურებდა გამოძახებას, მაგრამ ვფიქრობ, ასე არ არის. იმედია, თავს კარგად წარმოაჩენს...

მაროკოსთან თამაშთან დაკავშირებით გეტყვით, რომ დაცვაში ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ ბევრი ფეხბურთელიც გვაკლდა. პრობლემები იყო ნორვეგიასთანაც, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში. როდესაც დაცვას ვახსენებთ, აქ მარტო მათი თამაში არ არის საჭირო – ყველამ, მთელმა გუნდმა უნდა ითამაშოს...

მიქაუტაძეს შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა. საუბარია არამარტო მის გოლებზე, არამედ, მიდგომაზე და დისციპლინაზე. მას შეუძლია უფრო დიდ გუნდში თამაში. თუმცა, არ ვიცით ჯერ მეცში დარჩება თუ არა“, – განაცხადა სანიოლიმ.

საქართველოს ნაკრები მოახლოვებული მატჩებისთვის ასეთი შემადგენლობით ემზადება.

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი);

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა);

ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი (ორივე დინამო ბთ), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე (დინამო, რუსეთი), საბა ლობჟანიძე (ქარაგუმრუქი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვანი, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი);

თავდასხმა: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები