ბიძინა ივანიშვილმა გახრა მთელი თბილისი კახა კალაძის მეთაურობით - ნინო წულაძე

სულ ნახვები : 2,188
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საკრებულოს წევრი, ნინო წულაძე, (პარტია „ხალხისთვის“), Cnews -თან ექსკლუზიურად აკეთებს კომენტარს დღევანდელი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და საკითხების შესახებ, კერძოდ, საქმე რამდენიმე მასშტაბური მშენებლობის პროექტის განხილვა- დაკორექტირებას ეხება, რის გამოც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი და ხმაურია გამოწვეული.

ნინი წულაძე Cnews -თან საუბრისას აღნიშნავს, რომ დღეს, საკრებულოს სხდომაზე, ფაქტიურად, „თბილისის განადგურების პროექტები დგება დღის წესრიგში განსახილველად“.

საკრებულოს წევრი ურბანულ სიმახინჯეებს უწოდებს ნინო წილოსანის, გოჩა ენუქიძის, ბიძინა ივანიშვილისა და ნოშრევან ნამორაძის მიერ წარმოდგენილ სამშენებლო პროექტებს საკრებულოში.

„დღეს საკრებულოს სხდომაზე გამოდის თბილისის განადგურების პროექტები, ეს არის რეალურად ურბანული სიმახინჯეების დამტკიცება, დაწყებული ნინო წილოსანის პროექტიდან, რომელიც მდებარეობს დადიანის ქუჩის #32-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 203 709 კვმ ფართო ზე, სადაც შენდება 44 სართულიანი 50 კორპუსი. აქ იქნება, როგორც საცხოვრებელი - 75% ფართით, ისე, კომერციული- 25% ფართით დატვირთულობა. რეალურად, გვექნება - უბანი-უბანში! აქ იკვეთება ნინო წილოსანისა და მისი ოჯახის ინტერესები, კერძოდ, მამამისის. მინდა გითხრათ, რომ ეს არის წარმოუდგენლად ცუდი პროექტი, როგორც ურბანული, ისე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში გათვლილია დამატებითი სატრანსპორტო გვირაბის ან ხიდის მშნებლობა, რომლის განხორციელებასაც, მხოლოდ მშენებლობის 50% -ის შესრულების შემდეგ შეეძლებათ ვალდებულებით,“- აღნიშნავს ნინო წულაძე.

საკრებულოს წევრი განმარტავს, რომ წილოსანის პროექტი გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს ც. დადიანის გამზირზე, შეუქმნის დიდ პრობლემას ნაძალადევისა და დიდუბის რაიონებს, ურბანული თვალსაზრისით კი, სრული სიმახინჯე შერჩება ხელში ქალაქს, და ეს სიმახინჯე, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, რომ ნინო წილოსანის ოჯახის ინტერესებს იცავს „ქართული ოცნება“:

„ეს ოჯახი გამორჩეულია იმით, რომ ორივე ხელისუფლების დროს კარგად მოითბო ხელი. ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზეა აქ საუბარი. მთავარია ის, რომ -აქ არის კერძო ინტრესი, ამ მშენებლობიდან შემოსული თანხები კი „ქართულ ოცნებას’ შესდის შემოწირულობის სახით, რათა გამოყენებული იქნას 2024 წლის არჩევნების მორიგჯერ გასაყალბებლად და სავარაუდოთ, მცდელობა ექნებათ მოგების,“ - აღნიშნა ნინო წულაძემ.

საკრებულოს წევრმა Cnews -თან „ ლაგუნა ვერეს“ პროექტის შესახებაც ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ კ.კალაძემ დადო პირობა, რომ „ლაგუნა ვერე“ მუნიციპალიტეტს გადმოეცემოდა. მაგრამ ბ. ივანიშვილმა შეიძინა აღნიშნული ტერიტორია 2007 წელს, მ. კოსტავას #69 -ის 100% წილის მფლობელი კი არის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომელიც აშენებს ორ 52 სართულიან შენობას, როგორც საცხოვრებელს- ისე კომერციულს! ეს არის მაღალი და დაბალი რისკის შემცველი ნაკვეთი, ღვარცოფული სივრცე, სადაც ვერეს წყალსატევი კოლექტორია.

წულაძემ 2015წლის 13 ივნისის და სულ ახლახანს მომხდარი შოვში დატრიალებული ტრაგედიები გაიხსენა და პარალელები გაავლო მოსალოდნელი გეოლოგიური კატასტროფის ჭრილში მდ. ვერესთან მიმართებაში.

„ერთ-ერთი საკითხი დღევანდელ სხდომაზე ნოშრევენ ნამორაძის პროექტია - ი. ჭავჭავაძის #49-ში 180 მ სიმაღლის შენობა- 904 000 კვმ ფართობზე. სპორტის უნივერსიტეტის აღდგენით თავის მართლება ვერ გაათეთრებს და აღმოფხვრის მოსალოდნელ სატრანსპორტო კოლაფსის საშიშროებას და მთლიანად პარალიზებას, ისედაც პარალიზებული ი.ჭავჭავაძის გამზირის. რეალურად, კუს ტბის ამოსახვევვის ჩამკეტად მოგვევლინება ეს პროექტი, რაც იქნება საგანგაშო პრეცენდენტი“,- ასე შეაფასა ნინო წულაძემ ნ.ნამორაძის პროექტი.

„რაც შეეხება გ.ენუქიძის პროექტს, ეს არის ფუნქციური ზონის ცვლილება - საზოგადოებრივ საქმიან ზონად -2 , სადაც უნდა აშენდეს მაღალსართულიანი შენობა ა.ალექსიძის #15-ში „ქინგ დევიდის“ მომიჯნავედ. ჩვენ გვახსოვს 2022 წელს ფერდის ჩამოშლა „ქინგ დევიდსის“ საძირკველთან, მართალია, მაშინ არ გამოუწვევიაამ ინციდენტს რაიმე სახის ზიანი, მაგრამ გეოლოგიური დასკვნებით, ჩატარებული სამუშაოები არ არის მდგრადი და ამ ადგილას მასობრივმა მშენებლობებმა შეიძლება გამოიწვიოს გეოლოგიური კატასტროფა! ფუნქციური ზონის ცვლილებების პრაქტიკა იმიტომ გვაქვს და გენგემას იმიტომ ცვლის „ქართული ოცნება,“ რომ დააკმაყოფილოს თავისი პარტნიორები, ამ შემთხვევაში, პარტიული პარლამენტარის ინტერესები, გოჩა ენუქიძის სახით, რომელიც მსხვილი შემომწირველია „ქართული ოცნების“- ამბობს Cnews-თან საკრებულოს წევრი.

„დიდი დიღმის პროექტი - პეტრე იბერის ქუჩაზე, გეგმარების კორექტირებით განიხილება დღეს მხოლოდ. ზოგადად, თბილისში რეკრეაციული ზონების პრობლემის საკითხი დგას კონკრეტულად რაიონების მიხედვით. ევროდირექტივის სტანდარტით და მსოფლიო ჯანდაცვის სტანტარტების მაჩვენებლებით, მკვეთრად ჩამოუვარდება ამ მხრივ მდგომარეობა - ნაძალადევის და დიდუბის რაიონების რეალური ნორმები. პრობლემა არ არის გააზრებული. მალე სუნთქვას ვეღარ შევძლებთ თბილისში მასობრივი მშენებლობების ფონზე, სატრანსპორტო კოლაფსი, გეოლოგიური და უსაფრთხო ნორმების დარღვევა, ჯამში, ჩვენი, მოქალაქეების ჯანმრთელობას დააზარალებს. ამიტომაცაა, სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებით ყველაზე ბევრი, სიმსივნური და სასუნთქი გზების დაავადებები გავრცელებული დედაქალაქში. ჩვენ ამ პრობლემას კი არ ვაგვარებთ, პირიქით, ხელს ვუწყობთ, ვაბინძურებთ გარემოს - ბიძინა ივანიშვილის მადა რომ არ დაკმაყოფილდა, და მადა ჭამაში რომ გაეზარდა და გახრა მთელი თბილისი კახა კალაძის მეთაურობით და დამონებული გუნდის შემადგენლობით, აი, ამისი ნათელი გამოვლინებაა დღევანდელი საკრებულოს სხდომა!“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა ნინო წულაძემ.

ნინო წულაძემ, Cnews -თან, ექსკლუზიურად, მოულოდნელი პერფორმანსი დააანონსა, რასაც საკრებულოს სხდომის დროს მისი, როგორც ერთ-ერთი წევრის, მოქალაქის პოზიციის დაფიქსირების გამოხატულება იქნება დედაქალაქის ურბანული გენოციდის წინააღმდეგ.

თამუნა მჭედლიშვილი, Cnews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
პოლიტიკა ► Მეტის ნახვა